“ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება” – ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე

"ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება" - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე
“ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება”  – ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

“ამბობს პრემიერმინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება,” – წერს ყოფილი ელჩი.

ღარიბაშვილმა დღეს ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაა.

მსგავსი სიახლეები