“ქართული ოცნების” ყუფილი წევრი და “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე, გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომელმაც საწვავის ფასების გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს, ნაციონალები უწოდა.
გუშინდელი აქცია და ხალხის პროტესტი, ჩვენმა პრემიერ წოდებულმა, ნაცების აქციად შერაცხა… უკვე ხომ ყველასთვის ნათელია მათი ნარატივი და ამიერიდან ყველა საპროტესტო აქციას უნდა შევუერთდეთ!
ესენი ებღაუჭებიან სკამებს და ქონებას,
ჩვენს ხარჯზე ასხამენ ბენზინს, ჩვენს ხარჯზე უსხამენ ბენზინს ოჯახის წევრებსაც,
ჩვენს ხარჯზე დადიან ბოლო წლის მოდელი ავტომანქანებით,
ჩვენს ხარჯზე ყიდულობენ აიფონებსაც და ა.შ.
ეს კორუმპირებული მთავრობად წოდებულები, არაფერ კარგს არ მოუტანენ ქვეყანას.
2012 წელს იმის გამო არ ვიომეთ, რომ ახლა ამ ვიღაც კახურმა თუ ვანურმა და სამტრედიულმა კლანებმა შეჭამონ ეს ქვეყანა.
აქციებზე სიარული არ მიყვარს მაგრამ დღეიდან ყველა აქციას შეუერთდები მეც და ჩემი მეგობრებიც.
ხოლო ვინმე, ნაციონალის იარლიყის მოწეპებას გაბედავს და გპირდებით ახლო მომავალში კბილებს დავაყრებინებთ მაგის გამო.