ხავიერ კოლომინა, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, ოპოზიციის შემდეგ დიპლომატებს ხვდება

ნატოს სამეკავშირეო ოფისში ხავიერ კოლომინა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრებს ხვდება, იქამდე კი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა ოპოზიციასთან.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან პოლიტიკოსებმა ძირითადად საგარეო მიმართულებასა და ბოლოდროინდელ პროცესებზე ისაუბრეს, გააცნეს საკუთარი შეფასებები.

ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს დღის ბოლოს ბრიფინგზე შეაჯამებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველო ერთიანია და ეს პარტნიორებს კარგად ესმით.

“ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო არის ეთი და ერთიანი. მათ ესმით, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი,”- აცხადებს ბარამიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.

მსგავსი სიახლეები