წუხელ ღამით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ დაპირისპირება უძღოდა, გასროლა კი პნევმატური იარაღით მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.