წინასაარჩევნოდ სამართალდამცველების ცემისთვის დაკავებული 13 პირი გათაავისუფლეს

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დამნაშავეებს საპატიმროებიდან უშვებს. 13 ადამიანი რომელიც, ურეკში პოლიციის შენობაში შეიჭრა და სამართლადამცველები სცემა, გაათავისუფლეს. ყველა მათგანს საპროცესო გარიგება გაუფორმდა და საქმეები დაიხურა.

ერთ-ერთი გათავისუფლებულის დედა ადასტურებს, რომ დაკავებულების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშილის ჩარევით მოხდა, რომელიც პირდაპირ კავშირზე გავიდა ვახტანგ გომელაურთან.

პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თავის დროზე დაარბიეს და თავს დაესხნენ, ახლა კომენტარს აღარ აკეთებენ. კომენტარს არ აკეთებენ არც გათავისუფლებული პირები.

მსგავსი სიახლეები