პრორუსულ და ძალადობრივ მედია ალტ-ინფოს საიტი გაუთიშეს. ამ დროისთვის ვებ-გვერდი altinfo.org მიუწვდომელია.
Facebook-ზე Roy Shengelia წერს:
“დღეს ოფიალურად მივმართე ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ის Abuse განყოფილებას – სადაც დაჰოსტილი იყო https://altinfo.org.
წერილში დავწერე რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესსისკენ და არღვევს ანტი დისკრიმნაციულ კანონს.
ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებ-გვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია”, – წერს ის.
ალტ-ინფო 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორია. მას ზურაბ მახარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დრომდე დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული.
სწორედ ამ აქციაზე სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა.