სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ემუქრებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ გომელაური გოგაშვილს ტელეფნით ესაუბრა, რომელიც ციხის თანამშრომლებმა მის საკანში შეიტანეს.
“გაიყვანეს სააბაზანო ოთახში და მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე, უთხრეს, რომ დარეკავდა და ეპასუხა. გოგაშვილმა უპასუხა ტელეფონს, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს, იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტორები, რა შეიძლებოდა დამართნოდა მას და მის ოჯახს…
საუბარი შედგა მეორე დღესაც. მოთხოვნა იყო გაჩუმებულიყვნენ ის და მისი ოჯახის წევრები. ძირითადი მოთხოვნა იყო, მას მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გააჟღერა მან… ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა ისოებ გოგაშვილთან დაკავშირება და რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც ის პასუხობდა შინაგან საქმეთა მინისტრს…” – თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ აკრძალვის მიუხედავად, გოგაშვილი თავის ოჯახის წევრებს ორჯერ მაინც შეახვედრეს.