შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაცია უწყების თანამშრომელმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავეს.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება დაწუებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.