ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას რუსეთთან მშვიდობის გარანტია მისცა – რუსული მედია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას რუსეთთან მშვიდობის გარანტია მისცა. მან ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანას ვერავინ  ჩაითრევს სამხედრო კონფლიქტებში.

ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობა გრძელვადიანი იქნება.

„არანაირი მეორე ფრონტი! არანაირი ომი ქვეყანაში არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტაბილურობა, განვითარება და მშვიდობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიღწევაა.

უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებდნენ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ კიევს დაეხმარება საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის“ გახსნა. ამ იდეას არც ქვეყნის ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ამიტომ ზელენსკიმ ელჩი თბილისიდან გაიწვია.

წყარო

https://www.vesti.ru/article/2739644?fbclid=IwAR3TQ1n7x5LF-_8kk0amuv8XjaQNiW6V1WmtrhzvJmjnWhP1dU4vfCKFtqA

 

მსგავსი სიახლეები