“ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.
30 ოქტომბერს წალენჯიხის საკრებულოს არჩევნებში მეორე ტური 5 მაჟორიტარულ ოლქში იმართებოდა. წინასწარი მონაცემებით, აქედან 4-ში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში — “ქართულმა ოცნებამ”. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
წალენჯიხა:
- ვალერიანე კვარაცხელია, “ქართული ოცნება” — 46,54
- გელა აბულაძე, “გახარია — საქართველოსთვის” — 53,45%
წალენჯიხა:
- ლირა ღურწკაია, “ქართული ოცნება” — 49,65%
- მამუკა მიქავა, ენმ — 50,34%
წალენჯიხა:
- ნანა კეკუა, “ქართული ოცნება” — 53,46%
- ბელა კვირკვია, ენმ — 46,53%
წალენჯიხა:
- ვლადიმერ კვარაცხელია, “ქართული ოცნება” — 49,88%
- რომან კვარაცხელია, ენმ — 50,11%
წალენჯიხა:
- ბაკურ სონგულია, “ქართული ოცნება” — 49,87%
- დათო მესხია, ენმ — 50,12%
წალენჯიხის საკრებული სულ 27 წევრისგან არის დაკომპლექტებული. აქედან 18 წევრი პროპორციული წესით აირჩევა, 9 — მაჟორიტარულით.
პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნება” წალენჯიხის საკრებულოში 11 მანდატს მიიღებს, ენმ — 11-ს, პარტია “საქართველოსთვის” — 4 მანდატს, “ლელო” — 1 მანდატს.
შესაბამისად, წალებჯიხის საკრებულოში უმრავლესობის დაკომპლექტება დიდწილად გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრების პოზიციონირებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება მერის არჩევნებს წალენჯიხაში, “ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ მოიგო.