ქართველი მეომრების მონაცემები რუსების ხელში აღმოჩნდა – ვინ უღალატა ჯარისკაცებს?!

ვინ უღალატა ქართველ მეომრებს და ვინ ჩაუგდო ოკუპანტებს  იმ ქართველი მეომრების მონაცემები, ვინც ალყაშემორტყმული მარიუპოლის დასაცავად იბრძვის. “აზოვის” პოლკის მეომარი, გიორგი ქუფარაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ უყკრაინაში რუსული აგენტურა მუშაობს.

უკრაინის დასუსტება აგენტურით დაიწყო – აგენტურა მაინც ჰყავთ, მოხდა ამ სიების, პირადი საქმეების გაჟონვა ზემდგომი სამსახურებიდან. ეს იყო ღალატი სახელმწიფო ღალატი. მუშაობს გენ.პროკურატურა”- აცხადებს მეომარი. 

არსებობს სხვა ვერსიაც, უკრაინში საბრძოლველად წასული ქართველბის საბუთები ოკუპანტების შტაბში მათივე სამშობლოდან მოხვდა.

ბევრი საქართველოდანაც გავიდა, ჩვენი წყაროებით დადასტურდა ეს. ეს უკევ ჩვენს სპეც.სამსახურებს უნდა ვკითხოთ. გახსოვთ, ალბათ ერთი პერიოდი შსს ბაზების გატანა. მარტო თანამშრომლების პირადი სახელ-გავრები არაა. ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მოძრაობა, მარშრუტები, დახასიათება, ვინ სად იმყოფება”- აცხადებს ქუფარაშვილი. 

 tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები