ამერიკის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ 20 სექტემბერს შვილს სხვა ქონებებთან ერთად ეკლესიაც გაუფორმა. ტაძარი მან ტაბახმელაში, სოფელ წავკისში, 2058 კვადრატული მეტრის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თავად ააშენა.
“ოთარ ფარცხალაძემ თავის ნაკვეთზე ააშენა, პროცედურა მომზადდა, საბუთები მომზადდა, გაიმიჯნა და გადაეცემა საპატრიარქოს. თავის ნაკვეთზე ააშენა ადამიანმა, ეს ასე ხდება, ჩვეულებრივად, საბუთები გამზადებულია, გამიჯნულია და უკვე გადმოეცემა საპატრიარქოს”, – ამბობდა მამა ბასილ ჟორჟიკაშვილი 16 სექტემბერს “მთავარ არხთან”.
სასულიერო პირმა ასევე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი მეგობარია.