საქართველოს უსაფრთხოების სამსახური “შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” შევიდა.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, კომპანიაში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და იქ ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, არიან დაკავებული.
უწყების პრესსამსახურში ამბობენ იმასაც, რომ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.