საქართველოს მმართველ პარტიას ადრესატი შეეშალა, მათ ულტიმატუმებით უნდა მიმართონ იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული და არა უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინის მისამართით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ვინ რა თანამდებობაზე იმუშავებს, ეს უკრაინის შიდა საქმეა.
“უცნაურია, ვინც უნდა იყოს, რა ულტიმატუმებს უნდა უყენებდეს უკრაინას. უცნაურია ეს საქართველოსგან, ქვეყნისგან, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახლო და მეგობრული ქვეყანაა. ძალიან უცნაურია, რომ პუტინს კი არ უყენებს პრეტენზიებს და ულტიმატუმებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიიის 20 % აქვს მიტაცებული, არამედ უკრაინას. უკრაინაში ვინ რა თანამდებობაზე იმუშავებს, ამას არავის არ ვკითხავთ, ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ჩვენი შიდა საქმეა.
ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვართ ყველა ქართველის, რომელიც იბრძვის უკრაინაში, ასევე ვინც მუშაობს უკრაინის სამთავრობო უწყებებში, მაგრამ ვერავინ გვეტყვის, ვინ იმუშაოს და ვინ არა. თუ ადამინაი ქართველია, არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის საკუთრებაა, სადაც უნდა იქ იმუშავეს, ვინაიდან ის ხალხი აქ მუშაობს, ესე იგი საჭიროა და უკრაინის ინრეტესებშია, რომ აქ იმუშაოს“, – განაცხადა გონჩარენკომ.
უკრაინის რადას დეპუტატის თქმით, საქართველოს მმართველ პარტიას ულტიმატუმის ადრესატი შეეშალა.
“საქართველოს მმართველ პარტიას ადრესატი შეეშალა, მათ ულტიმატუმებით უნდა მიმართონ იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული. უნდა მიმართონ, რომ შეწყვიტონ ოკუპაცია ცხინვალის და სოხუმის, უკრაინასთნ რა პრეტენზიები და ულტიმატუმები აქვს , საერთოდ გაუგებარია. საქართველომ განაცხადა რომ უნდა ევროატლანკიტური სტრუქტურების წევრობა, მაგრამ არავინ ამ სტრუქტურებიდან უკრაინას ულტიმატუმს არ უყენებს“, – განაცხადა გონჩარენკომ.