მსვერპლით დასრულდა წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია – გარდაცვლილია 30 წლის კაცი, მოქალაქის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დეტექტივს დაკავების ღონისძიებისას შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან.
შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აპრილს მოხდა.
“წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.