რუსული არმია უკრაინაში სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის მთავარი ამოცანაა რუსეთის დაცვა დასავლეთის სამხედრო საფრთხისგან.
სერგეი შოიგუს მტკიცებით, იერიშების სამიზნე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
“ხაზს ვუსვამ, რომ დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და ექსკლუზიურად მაღალი სიზუსტის იარაღით“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.