სახელმწიფო საწარმოები ვერ გაიყიდა

სახელმწიფო საწარმოები ვერ გაიყიდა – 10.4 მლნ ლარის 8 ქონება ისევ მთავრობის საკუთრებაში რჩება

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე პრივატიზებისთვის 8 სახელმწიფო საწარმო პრივატიზებისთვის 31 მაისს მეორედ გამოიტანა, თუმცა დღეს 17:00 საათზე დასრულებული აუქციონების შედეგების მიხედვით, კერძო სექტორის მხრიდან საწარმოების შესყიდვაზე სურვილი არავის გამოუთქვამს.

სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ ბიზნესს, ჯამში, 10.4 მლნ ლარის ღირებულების ქონებას სთავაზობდა. რიგ შემთხვევაში საწარმოების 100%-იანი წილი სხვისდებოდა, რიგ შემთხვევაში კი – ნაწილი. რაც შეეხება სახელწიფო საწარმოებს, რომელთა გაყიდვასაც მთავრობა ცდილობს, სია ასეთია:

1. შპს “ზუგდიდის ფარმაცია” (ს/ნ 219984596) 100% წილი – 306 ათასი ლარი;
2. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი” (ს/ნ: 211327410) 100% წილი – 246 ათასი დოლარი;
3. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 % წილი – 1.014 მლნ ლარი;
4. შპს “საზღვაო ტექსერვისი” (ს/კ 245431206) 100% წილი – 2.2 მლნ ლარი;
5. სს ,,ხაშურის მინის ტარა” (ს/ნ: 243855734) 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი – 747.2 ათასი ლარი;
6. შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614)100 % წილი – 3.9 მლნ ლარი;
7. შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214)100 % წილი – 1.5 მლნ ლარი;
8. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი – 399 ათასი ლარი.

წყარო: BM.GE

მსგავსი სიახლეები