„კიევის, ხარკოვისა და ოდესის ლაბორატორიების მიერ განხორციელებული და 2020 წლამდე პერიოდისთვის შექმნილი UP-4 პროექტის დეტალები ცნობილია,“ – აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, „უკრაინის ლაბორატორიებმა შეისწავლეს ფრინველების მეშვეობით საშიში ინფექციების გავრცელება.“
„უკრაინის ლაბორატორიებში შეისწავლეს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელება გადამფრენი ფრინველების მეშვეობით, მათ შორის H5N1 გრიპი და ნიუკასლის დაავადება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტი პენტაგონს ეკუთვნის.
„პენტაგონის პროექტმა უკრაინაში გამოავლინა გადამფრენი ფრინველები, რომლის მარშრუტები რუსეთზე გადიოდა. ეპიდსიტუაციის დესტაბილიზაციისთვის აშშ-ში შემუშავებული ყველა გზიდან, ეს არ იძლევა სიტუაციის შემდგომი განვითარების გაკონტროლების საშუალებას.
აშშ-ს, უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ახლოს ახორციელებენ პროექტს, სადაც ღამურები განიხილება ბიოიარაღის მატარებლად“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
წყარო: pia.ge