საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 08:28 საათზე, სოფელ სამებასთან 4.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ცნობისთვის, სოფელ სამებასთან მიწისძვრა ასევე დაფიქსირდა თბილისის დროით 03:36 საათზეც.
ეს უკვე, მეოთხე შემთხვევაა მიმდინარე კვირაში