უახლოეს პერიოდში საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჩამოვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ თავად აირჩია ის გზა, რომელიც გაგრძელდება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით. დღეიდან იწყება ძალიან აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. უახლოს მომავალში საქართველოს, მაქვს ამაზე თანხმობა ჩვენი პარტნიორებისგან განვაცხადო, ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების, რომლებსაც ექნებათ მისია, რომ გააკონტროლონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში და შეხვედრას კვლავ მოითხოვენ, მაგრამ ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ მათ ღიად განაცხადონ რა არის არჩევანი ამ ხელისუფლების – შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა – ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამნეტთან, უახლოს მომავალში ველოდებით, რომ ევროპარლამენტში დაიწყება სერიოზული პრცესები რასაც ჰქვია პოლიტიკის გადატვირთვა ჩვენს ქვეყანასთან მიამრთებაში, იმტიომ, რომ დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმით, რაც იკადრა ევროპალრმანეტარ ანა ფოტიგასთან მიამრთებაში, რომ აშტკარად ეს ხელისუფლება ემიჯნება ქარელი ხალხის არჩევას და ამაზე პასუხს გასცემს მათ როგორც ქართველი ხალხი, ასევე მათი ევროპელი მეგობრები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.