საქართველოში ევროკავშირის ყოფნის და საელჩოებში ფულის ხარჯვის საჭიროებას ვერ ვხედავ

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისადმი სასტიკ მოპყრობას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ილვესი სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა დახარჯოს მისმა ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში.

“მაგრამ მე ვერ ვხედავ დიდ საჭიროებას რომ ევროკავშირის ყოფნისა ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშნველოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტიზმებს შორის. როცა შენ ირჩევ “სტანის” გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში?” , –  წერს ტოომას ილვესი ტვიტერზე.

 

 

ტომას ილვესის ამ ტვიტს, წინ უძღოდა ტვიტი სადაც ის წერს, რომ საქართველო იმ საშინელი ფილმით, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ, ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება.

ტოომას ილვესის თქმით, საქართველოს მთავრობას არ ადარდებს არც დასავლური, არც ევროპული და აღარც ქართული სტანდარტები.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს – უკვე 44-ე დღეა.

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს – ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს.

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის.

მსგავსი სიახლეები