საქართველოში „ასტრაზენეკას“ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა – ვაქცინის პირველ დოზაზე ჩაწერილებს “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრას სთავაზობენ
„კოვაქს პლატფორმიდან“ შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება ვაქცინის პირველ დოზაზე და მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რის საფუძველზე შეიქმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი.
„მოგეხსენებათ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში ორჯერ შემოვიდა, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერთად 86 600-მდე. პირველად შემოვიდა 13 მარტს, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამედ უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში – ეს იყო „კოვაქსით“ შესყიდული ვაქცინა. შედეგ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოხდა მოწოდება. ამიტომ, ჩვენ შეგვექმნა „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი. „ასტაზენეკა“ არის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და ის კეთდება ინსტრუქციის მიხედვით 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე“. – განაცხად გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, ალტერნატივის სახით “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ.
მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. მისი თქმით, ყველაზე მეტ აცრებს ორი წამყვანი კლინიკა – რესპუბლიკური და ხეჩინაშვილის კლინიკები ახორცილებენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ დავმალავ და გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებია, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება კი ასეთია:
„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენს თანამოქლაქეებს კოვიდ19-ის საწინაღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. დღეისთვის სრულად აცრიალია 84 000-ზე მეტი მოქალაქე. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და „კოვაქს პლატორმასთან“ არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის. ამასთან, „კოვაქს პლატფორმიდან“ შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზაიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის“ , – აცხადებს გამყრელიძე.