საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა.

საკანონმდებლო ორგანოში მის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები