საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, არ აღიაროს რუსული და ჩინური ვაქცინები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი კლემენტ ბონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ რუსეთსა და ჩინეთში შექმნილი ვაქცინები.

“იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლითაც აცრილ ადამიანებს საფრანგეთში შესვლის უფლება ექნებათ, უნდა შემოიფარგლოს იმ ვაქცინებით, რომელთა ეფექტურობაშიც დარწმუნებულები ვართ. ამჟამად, საფრანგეთსა და დანარჩენ ევროპაში მხოლოდ 4 ვაქცინაა რეგისტრირებული. რუსულ და ჩინური ვაქცინებთან დაკავშირებით, საფრანგეთი პარტნიორებს ეუბნება “ფრთხილად იყავით, უარი თქვით ამ ვაქცინებზე”, – განაცხადა ბონმა.

ამჟამად საფრანგეთში გამოიყენება 4 ვაქცინა: Pfizer-BioNTech, AstraZeneca, Moderna და Janssen.

გარდა ამისა, ფრანგული კომპანიამ Sanofi მუშაობს ვაქცინის შემუშავებაზე, ამჟამად ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.. პრეპარატი სავარაუდოდ 2021 წლის დეკემბრისთვის შეიქმნება.

 

GHN

მსგავსი სიახლეები