სანქციები უნდა დაედოს “მეოცნებეების” ბიზნესს, შედეგიანი დარტყმა ეგ იქნება!

ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე, პოსტს აქვეყნებს:

თუ ჩვენზე ნამდვილად გული შეტკივათ, დასავლეთმა ფინანსური სანქციები უნდა დაუწესოს “ქართული ოცნების” კარის ბიზნესმენებს და მათ ბიზნესებს (როგორც პუტინის ბიზნესმენებს დაუწესეს)… მერე თვეებში კი არა, რამოდენიმე კვირაში ჩამოიშლება მთლიანად “ოცნება”… “ოცნებაშიც” იციან, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ არის ესეთი დაძაბულობა ოცნებაში დღეს, მაგისთვის იხვეწებიან ახალი ფურცლით ურთიერთობების აღდგენას დასავლელ პარტნიორებთან.
ეხალა ყველა არასამთავრობომ და ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა დასავლელ პარტნოირებთან, არავითარი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ეხლა წნეხი უნდა იყოს “ოცნების” ბიზნესზე, ყველაზე დიდი და შედეგიანი დარტყმა ეგ იქნება!
წერს გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები