“სანამ სტრასბურგი საქმეს განიხილავს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარები, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ. წერილში აღნიშნულია, სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურ მოტივებთანაა დაკავშირებული რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეში აგდებს. წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები : ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე.
”საქართველომ, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, ვალდებულებად აიღო დაეცვა ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები არიან, ასევე საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულად დანერგვასა და ერთგულებას მოელიან. ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტავტორიტარულ და პოსტსაბჭოთა ჩვევებს, მაგალითად იანუკოვიჩისდროინდელ უკრაინაში, ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება მსგავს ევროპულ ქვეყანაში დაუყოვნებლივ გზავნის გამაფრთხილებელ სიგნალს მსოფლიოში, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს.
ფაქტი, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, აჩენს კითხვებს პოლიტიკური დევნის შესახებ. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები ამტკიცებს ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების პოლიტიკურ მოტივებს, რაც სრულად მიუღებელია ევროპული ტიპის სამართლებრივ სისტემაში და ძირს უთხრის ხალხის მიერ საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენების არჩევანს.
საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა. ამ სიტუაციასა და მის გადაჭრაში მთავრობასა და მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას ამ მხრივ მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი არჩევნის წინაშე დგანან: გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გაუარესება, პოლარიზაციისა და უნდობლობის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გაზრდა სანამ ბატონი სააკაშვილი ციხეშია, ან ყურადღება დააბრუნონ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის სამართლებრივი სტანდარების დაცვის მცდელობას.
ბატონი სააკაშვილის საქმე გადაეცა ”ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”. ეს არის გზა, ევროპული სამართლით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება მის განხილვებსა და დასკვნების საპასუხო ქმედებებს. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეს განიხილავს, სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. “- ნათქვამია განცხადებაში.