“სამ ციხეშია პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებული” – გიორგი ბურჯანაძე

“ღია საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკა გასაჯაროვდა:
❗12,135 პატიმარი იყო 31 მაისის მდგომარეობით ქართულ ციხეებში.
მიუხედავად იმისა, რომ 661-მა პატიმარმა დატოვა ციხე სხვადასხვა საფუძვლით (ვადის გასვლა, გირაო, პირობითი მსჯავრი, ა.შ), აპრილთან შედარებით 186-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.
📢სამ ციხეშია პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებული:
🔴ქსნის #15 – 57%-ით მეტი პატიმარია
🔴გლდანის #8 – 32%-ით მეტი პატიმარია
🔴ქუთაისის #2 – 30%ით მეტი პატიმარია
❗ასევე, 2026 წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილება არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ სულ 1 674 პირის მიმართ იქნა გამოტანილი.

მსგავსი სიახლეები