საეჭვო გადარიცხვები “ქართულ ოცნებაში”

საეჭვო გადარიცხვები “ქართულ ოცნებაში” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების შესასწავლად აუდიტის სამსახურს მიმართავს

 

“ქართული ოცნების” 16-მა დეპუტატმა, ერთ დღეს – 2021 წლის 12 ოქტომბერს, იდენტური ოდენობის თანხები – 5 ან 10 ათასი ლარი – შესწირა პარტიას, ჯამში 115 000 ლარი 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ 5-მა დეპუტატმა (ავთანდილ ცინცაძე, ალექსანდრე ხუჯაძე, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, კონსტანტინე ზარნაძე) ჯამში 65 000 ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის კონკრეტული შემთხვევა შეისწავლოს.

კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში არჩევნების ტურებს შორის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელდა გადარიცხვები, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ასახავდეს.

„2021 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 16-მა დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ იდენტური ოდენობის თანხები შესწირა, 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, მმართველ პარტიას კიდევ 5-მა დეპუტატმა ჯამში 65 000 ლარი გადაურიცხა. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების ტურებს შორის „ამ საეჭვო გადარიცხვებისას“, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ჰქონდა ადგილი.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” 16-მა დეპუტატმა, ერთ დღეს – 2021 წლის 12 ოქტომბერს, იდენტური ოდენობის თანხები – 5 ან 10 ათასი ლარი – შესწირა პარტიას, ჯამში 115 000 ლარი

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ 5-მა დეპუტატმა (ავთანდილ ცინცაძე, ალექსანდრე ხუჯაძე, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, კონსტანტინე ზარნაძე) ჯამში 65 000 ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.

არჩევნების ტურებს შორის ამ საეჭვო გადარიცხვებისას, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ჰქონდა ადგილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები