სად წავიდა დევნილებისთვის გამოყოფილი 3 მილიონი დოლარი?

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 2020 წელს აშშ 3 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოში იძულებით გადაადგილებულებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს. ამის შესახებ ელჩმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
“შეერთებული შტატები მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ლტოლვილების, დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა პირთათვის. მხოლოდ საქართველოში, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა 3 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს კოვიდის საპასუხოდ პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე, გასული წლების განმავლობაში არაერთი პროგრამით დავეხმარეთ საქართველოში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი პირობების, ჯანდაცვის, საყოფაცხოვრებო პირობებისა და სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფით. ასე რომ, დღევანდელი ღონისძიება მართლაც მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და იმის დასადასტურებლად, რომ აუცილებელია დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს უკიდურესად სჭირდებათ”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.,
წყარო:

News Agency JVARI

მსგავსი სიახლეები