სააკაშვილის პატიმრობაზე – საჭიროა, მისი გათავისუფლება ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამაც მოითხოვოს. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ საჭიროა, მისი გათავისუფლება ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამაც მოითხოვოს.

“ძალიან ვარ შეშფოთებული და ვფიქრობ, რომ დადგა დრო ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც არის ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში, მოვითხოვოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. საუკეთესო ინსტრუმენტი ყოველთვის ხალხის ნებაა და ვფიქრობ, მათ აქვთ ძალა, გადაწყვიტონ ეს პრობლემა. თუმცა, გარდა ამისა, ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროპარლამენტარებმაც უნდა გამოთქვან თავიანთი შეშფოთება.

მინდა გავახსენო საქართველოს მთავრობას მოლდოვაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ ინსტრუმენტები, რომლებიც გვქონდა. კონკრეტულად, მაკროფინანსურ დახმარებაზე პირობების დაწესების სახით და ახლა ჩვენ სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს მოლდოვაში. თუ ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას, როგორც ძალიან მძიმეს, შეიძლება, ინდივიდუალურ სანქციებზეც დაიწყოს საუბარი. ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არჩევნების მეორე ტურზე”, – თქვა ანა ფოტიგამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

timer.ge

მსგავსი სიახლეები