უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 30 700;
ტანკი – 1 361;
ჯავშანტექნიკა – 3 343;
საარტილერიო სისტემა – 659;
სარაკეტო სისტემა – 207;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 94;
თვითმფრინავები – 208;
ვერტმფრენი – 175;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 519;
საკრუიზო რაკეტები – 120;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2290;
გემი/ნავი/კატარღა – 13;
სპეციალური აღჭურვილობა – 49.