პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბევრჯერ უსაუბრია იმაზე, რომ 2008 წლიდან განვითარებული მოვლენები მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა და ყველა კონფლიქტისთვის რუსეთია დასადანაშაულებელი. ასე უპასუხა ზურაბიშვილმა კითხვას, სჭირდება თუ არა რუსეთს რაიმე საფუძველი ან მიზეზი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევისთვის?
“მე ბევრჯერ მითქვამს ვრცლად და შიდა დისკუსია იყო ულევი. იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს 2008 წლიდან მოყოლებული მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს. ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი. ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება.
ამ შეხვედრაზე მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება — მე იქ ვიყავი, როდესაც ამერიკაში ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებსო. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან. ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. პოლიტიკური დისკუსიები გულისხმოობს მთავრობის მიერ პროვოკაციის თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით მიუხედავად იმისა, ეს წარმატებული იქნება, თუ არა. ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის სულისკვეთება”, — განაცხადა მან.
ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაცია მოახდინა, რუსეთმა კი უსაფრთხოების საბჭო საქართველოზე ადრე მოიწვია.