რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად სირიის მაცხოვრებლებს იღებს. Meduza-ს ცნობით, ამის შესახებ ოთხმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა The Wall Street Journal-ს განუცხადა.
რუსეთი კიევის ასაღებად ისეთ მებრძოლებს ეძებს, რომლებსაც ქუჩის ბრძოლებში აქვთ გამოცდილება.
The Wall Street Journal-ისთვის უცნობია, თუ რამდენი სირიელი აიყვანეს, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი უკვე რუსეთშია და უკრაინაში გასაგზავნად ემზადება.
Meduza-ს ინფორმაციით, ერთი კვირის წინ სირიულმა გამოცემა Deirezzor24-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი სირიაში დაქირავებულ მებრძოლებს ეძებდა. ასევე ეძებდა ადამაინებს, ვინც შენობებს დაიცავდა და 6-თვიან კონტრაქტსა და თვეში 200-300 დოლარს სთავაზობდა.