რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში 1 351 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 3 825 დაიჭრა.
“სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს ჩვენს თანამებრძოლებს შორის იყო დანაკარგები. დღემდე დაიღუპა 1351 სამხედრო, დაშავდა 3825. სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს ოჯახების მხარდაჭერაზე, ბავშვების უმაღლესი განათლების მიღებაზე, სესხების სრულად დაფარვაზე და საბინაო საკითხის მოგვარებაზე“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალმა პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ.
რუდსკოიმ დასძინა, რომ სამხედროებმა მიიღეს “დიდი რაოდენობის განცხადება რუსეთის მოქალაქეებისგან”, რომლებიც ჩაეწერნენ და გამოთქვეს სურვილი, რომ იბრძოლებდნენ უკრაინაში.
ეს არის მეორე ოფიციალური სტატისტიკა დანაკარგების შესახებ, რომელიც რუსულმა მხარემ 2 მარტის შემდეგ გამოაქვეყნა. 2 მარტის ინფორმაციით, უკრაინაში დაიღუპა 498 რუსი სამხედრო და დაიჭრა 1597. აშშ-ს, უკრაინისა და ნატოს შეფასებით რუსული ჯარების დანაკარგების შეფასებები გაცილებით მაღალია. ოთხშაბათს ნატოს ორმა მაღალჩინოსანმა შეაფასა უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 7000-დან 15000-მდე.