რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 56 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240]
  • ტანკი – 2 262 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 4 807 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 1 361 ერთეული [+6]
  • MLRS – 327 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 170 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 255 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 220 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 956 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 240 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 681 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 126 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 სექტემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 298 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 054 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 376 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 077 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 844 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 410 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 794 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები