რომელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხდება სავალდებულო სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი

გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი და გამოყენება სავალდებულო გახდება.

ამის შესახებ, მთავრობის დადგენილებაშია საუბარი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“. რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა.

ხოლო მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილებით, რეგლამენტი უკვე შეეხება ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართულ იმ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც 2022 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში გაივლიან პირველად რეგისტრაციას.

 

ავტორი:
თაია არდოტელი

წყარო: BPN

მსგავსი სიახლეები