როგორ მიიღო 2014 წელს, ღარიბაშვილის პრემიერობისას ,,ქართულმა ოცნებამ” ანტიდისკრიმიაციული კანონი

,,კანონი ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ” – ასე ჰქვია კანონს, რომელსაც მოსახლეობა ანრიდისკრიმინაციულ კანონად იცნობს. იგი მიღებულ იქნა 2014 წლის მაისში და მასში ვკითხულობთ: აკრძალულია შემდეგი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაცია: ,,რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით”.

კანონის მიღებას დიდი აჟოტაჟი მოჰყვა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა კი საპატრიარქოდან  მოდიოდა. პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგებისას ბრძანა: ,,არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამ კანონს. გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა. მე შევთხოვ უფალს, რომ გვაპატიოს ეს შეცოდება.”

მიუხედავად ამისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, ხოლო საპატრიარქოს და კანონის მოწინააღმდეგეებს ღარიბაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: ,,ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ამავდროულად როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიცია და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ.”

პ.ს. აღსაღნიშნავია, რომ 2019 წელს კანონში შევიდა ცვლილებები. ერთ-ერთ მუხლში ვკითხულობთ: ,, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას ანდა მისთვის დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

 

წყარო: npg.ge

მსგავსი სიახლეები