„თუ ადამიანს აცრა არ უნდა, ბენეფიტების გამო არ აიცრება,“- ამის შესახებ, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და მთავრობას 3 ინიციატივით მიმართავს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი აზრით დახურულ სივრცეში უნდა დაიშვან:
აცრილები;
უარყოფითი ტესტის პასუხის მქონენი (72 საათიანი);
ვინც ობიექტში შესვლამდე ადგილზე აიცრება სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ;
ამგვარად, ვისაც აცრა არ უნდა მისი უფლებაც არ დაირღვევა, მაგრამ მოუწევს ტესტის რეგულარულად კეთება დახურულ სივრცეში საზოგადოების თავშეყრის ადგილას გამოჩენამდე,“-წერს მაღალაშვილი.