1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1050 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1050 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6493 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6600 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.