რაც ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი – გახარია

რაც ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო ის, რაც ვერ გაკეთდა, სურს ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გაკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“,-განაცხადა გახარიამ.

 

წყარო: GHN

მსგავსი სიახლეები