SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის პროექტი Starlink-ი აგვისტოსთვის ინტერნეტ კავშირს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს. გამონაკლისი მხოლოდ პოლარული რეგიონები იქნება. ამის შესახებ ელონ მასკმა ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.
“ქსელში SpaceX-ის საერთო ინვესტიცია 5-დან 10 მილიარდამდე იქნება იქამდე, სანამ ბრუნვა პოზიტიური იქნება”,- ამბობს მასკი.
“ახლახან გადავცდით სტრატეგიულად მნიშვნელოვან რიცხვს – 69 420 აქტიურ მომხმარებელს”,- გაიხუმრა მასკმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ერთ წელიწადში ქსელის მომხმარებელთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბოს.
SpaceX-ის მიზანია უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ბოჭკოვანი და უკაბელო ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ხელი უკვე მოაწერა ორ შეთანხმებას “ძირითადი ქვეყნის” ტელეკომუნიკაციების ოპერატორებთან და აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვა კომპანიებთან.
კავშირის უზრუნველსაყოფად კომპანია Space Exploration Technologies-მა 1500-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა.
კომპანია მომავალ წელს Starlink-ის ახალი თანამგზავრების გამოშვებას გეგმავს. ლაზერული კავშირების მეშვეობით, ისინი პოლარული რეგიონების დაფარვას შეძლებენ.
SpaceX-მა Starlink-ის ბეტა ტესტირება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დროისთვის მასში არაერთი ქვეყანაა ჩართული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომას სილი