პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ,,ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების საქმე გამოიძიონ და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი ადამიანი.
,,მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, და როგორ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის პირადად. აუცილებელია, ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ.
დასჯილი უნდა იყოს, ვინც უშუალოდ არის კავშირში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ მომხდარზე პასუხისმგებელი ადამიანები.
“არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავსი დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, პრეზიდენტი ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.