ჭიათურის პოლიციის განყოფილების მე-2 სართულიდან დაკავებული ახალგაზრდა კაცი “გადმოხტა”. ინოფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, რომელმაც მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
დაშავებული ახალგაზრდის ახლობლები ტვ პირველს უყვებიან, რომ დაკავებამდე კაცს, რომელიც ნასვამი იყო, ჭიათურის ცენტრში პოლიციის მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც მან უკმაყოფილება გამოხტა და მანქანას ფეხიც მიარტყა. ამის შემდეგ მას პოლიციელები დაუპირისპირდნენ ,”მანქანაში ჩატენეს” და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ სცემეს.
“იქ რა მოხდა არ ვიცი, ფანჯრიდან გადხტაო… ხელებშეკრული ბიჭი როგორ გადმოხტა, არ ვიცი. ცემეს, მე ასე ვფიქრობ”.
ამჟამად ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ოპერაციაც ჩაუტარდ, ექიმი ამბობს, რომ “პროგნოზებს ვერ გააკეთებს” დაშავებულის ჯანმრთლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“თვალები სერთოდ არ უჩანს”, – ამბობს მისი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელმაც დაშავებული მოინახულა და მიანიშნებს, რომ თვალები ცემის გამო აქვს დასიებული.
“მოტეხილი აქვს ბარძაყში ფეხი და ხელი. თავი 5 ადგილას აქვს გატეხილი, რისგან?! თუ დაეცა რატომ გაყტდა თავი 5 ადგილას… ამ ზომამდე როგორ შეიძლება [მიიყვანო]”.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 2022 წლის 14 აპრილს დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებული იქნა სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო-ვიდეოჩანაწერები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. სამსახური სრულად უზრუნველყოფს მოქალაქე ს.ჭ.-ს ოჯახის წევრების ჩართულობას მიმდინარე გამოძიებაში და მათთვის საქმის მასალების გაცნობას. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნეტგაზეთი დუკავშირდა შსს-საც, სადაც ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უცნობია, რა მუხლით დააკავეს ჭიათურაში ახალგაზრდ კაცი, რის შემდეგაც მან დაზიანებები მიიღო.