საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი იანრიდან 10 იანვრამდე საჯარო დაწესებულებებისთვის უქმე დღეები ცხადდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება მხოლოდ საჯარო დაწესებულებებისთვის, კერძო სექტოს კი თავად შეუძლია დროის ამ მონაკვეთში უქმე დღეების გამოცხადება.