“ოცნებიდან” ოპოზიციაში გადასულ მოქალაქეს სასტიკად სცემეს

ენმ-ს წევრის, რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერზე ფიზიკურად იძალადეს. კირკიტაძის ინფორმაციით, ივანე გველესიანს მრავლობითი დაზიანებები აქვს და  კლინიკაშია გადაყვანილი.

გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან იმის გამო, რომ მან საჯაროდ დააფიქსირა ენმ-ს მხარდაჭერა. ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც ქართული ოცნების აქტივისტებმა. ეს ადამიანი წევს ახლა საავადმყოფოში, შეიძლება დასჭირდეს სახეზე ოპერაციაც”, – ამბობს კირკიტაძე.

TVPIRVELI.GE

მსგავსი სიახლეები