ჩხოროწყუს საკრებულოში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას არ აყენებს.
„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერმა, ჯუმბერ იზორიამ, რომელიც წინა სხდომებზე თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო, განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას არ დააყენებს და სხდომის გადადება მოითხოვა.
ოპოზიცია ამ მოთხოვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ სხდომა უნდა გაგრძელდეს.
სხდომის უხუცესმა წევრმა, გული ბაძაღუამ განაცხადა, რომ სხდომაზე შესვენების გამოაცხადებდა, რათა მხარეები „ერთმანეთში გაერკვნენ“, თუმცა ოპოზიციამ ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა.
იზორიამ განაცხადა, რომ ჩხოროწყუში „ექსპერიმენტი“ ტარდება და „პოლიგონად“ ქცევას უპირებენ, რაც ოპოზიციაში უარყვეს და ეს განცხადება გააკრიტიკეს.
„ლელოს“ წარმომადგენელმა კორნელი წურწუმიამ განაცხადა, რომ შოთა წურწუმიას, გახარიას გუნდის კანდიდატს, შანსი უნდა მიეცეს და არანაირი ტრაგედია ოპოზიციური საკრებულოს ფუნქციონირებაში არ იქნება.
გახარიას პარტიას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მაჟორიტარი დეპუტატი, შოთა წურწუმია ჰყავს დანიშნული.
სხდომაზე 12:35 საათზე 20-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
შესვენების შემდეგ წუწრუმიას კანდიდატურას უნდა ეყაროს კენჭი.
27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 დეპუტატი ჰყავს, ენმ-სა და გახარიას 7-7, ხოლო „ლელოს“ – 1.