ოცნებაში, ოცნებად აქვთ ქცეული რომ ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდეს

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად  ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძეთავის facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

 

რატომ აქვთ ოცნების ლიდერებს ესე თავში ავარდნილი და ჯერჯერობით არც არაფრის ეშინიათ იცით….
აი ოპოზიციონერების გამოსვლებს გდახედეთ გადაცემებში და ძალაინ ადვილად მიხვდებით!
იმდენს ვერ ხვდებიან ესე საჯაროდ ერთმანეთი არ დახოცონ, მოსახლეობას რას ანახებენ ამით…
ქართული ოცნების დამარცხების ორი გზაა მხოლოდ…
1) მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, საზ. მოძრაობები და სამოქალაქო სექტორი გაერთიანდებიან და დაიწყებენ ქუჩის სახალხო მასობრივ და ამჯერად მართლა რადიკალურ პროტესტს, რისიც ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია…
2) არჩევნებისთვის სერიოზულად მოემზადებიან და ოცნებას არ დაუდებენ სატოპკეს, ნაც. მოძრაობასთან რაიმე სახით გაერთიანებით.
ვაკონკრეტებ – გაერთიანება მხოლოდ სახალხო პროტესტისთვის, საარჩევნოდ არაა…
ოცნებაში, ოცნებად აქვთ ქცეული, რომ ეხლა ყველა დიდი ოპოზიციური ძალები, ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდენ… ამის შემდეგ ოცნება გარანტირებულად მოიპოვებს ისევ უმრავლესობას…
ოცნებაში წლები მაქვს ნამუშევარი და მერწმუნეთ ეგ ეგრეა.
ბოლო 3 არჩევნებიც ზუსტად მაგიტომ მოიგეს!!!
წერს გიროგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები