სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება. დეპუტატები ნინო ლომჯარიას სხდომათა დარბაზში მოუსმენენ. ანგარიშს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვქონდა შეხედულებებთან დაკავშირებით, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებაში და ჩვენ მოვისმენთ მის ანგარიშს და იმის და მიხედვით თუ როგორ წარიმართება კონსულტაციები ადამიანის უფლებთა კომიტეტში მათ შორის და შემდეგ უკვე უმრავლესობაში, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და იმის და მიხედვით რაღაცას გავითვალისწინებთ და რარაცა იქნება ისეთი, რაზეც ჩვენც გვექნება კიტხვები და იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით, – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
pirvelinews