ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 აგვისტოს, თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ახალ ბულვარში.
პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ირაკლი მიქელაძე.
გიორგი გახარიამ დღესვე აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც დაასახელა:
- შალვა გოგიტიძე – შუახევის მერობის კანდიდატი, ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
- ჯუმბერ ბერიძე – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
- ელგუჯა ნაკაშიძე – ქედის მერობის კანდიდატი, აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი
- ირაკლი ბერიძე – ქობულეთის მერობის კანდიდატი, იურისტი
- გია აბულაძე – ხულოს მერობის კანდიდატი, ექიმი
გიორგი გახარიამ დღესვე დაასახელა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სია წარადგინა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას პარტიაში ბათუმის მაჟორიტაროებისთვის 2 ქალი იბრძოლებს.
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები:
- მინდია დევაძე – აეროპორტი, გონიო, კვარიათი
- დავით თავართქილაძე – ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება
- ბექა წუწუნავა – მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის დასახლება
- თამილა ფაღავა – ყოფილი ოცნების წევრი
- ჯემალ ანანიძე – აღმაშენებლისა და შემოერთებული ტერიტორიების მაჟორიტარი, ბათუმის ყოფილი მერი
- ლაშა ქობულია – ბონისა და ბაგრატიონის დასახლება, მეზღვაური
- ნაზი აბაშიძე – ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლება, პოლიგლოტი, საუბრობს 16 ენაზე
პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სია ბათუმში კი ასე გამოიყურება:
- ნინო ბაციაშვილი [დიდოსტატი ჭადრაკში]
- აკაკი გვიანიძე
- ირაკლი თავდგირიძე
- თამილა ფაღავა
- დიმიტრი ჭეიშვილი
- სულიკო გოგილაშვილი
- ნატალია ძიძიგური
- გოჩა მელაძე
- გივი გოგიტიძე
- ალექსანდრე დავითაძე