მსესხებლების 13,3% კრედიტს ვერ იხდის – რა მოცულობის კრედიტია გაცემული საქართველოში

საქართველოში მსესხებლების 13,3%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 239 202 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 455 480-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 804 560 ადამიანს აქვს, ჯამში 30 083 432 075 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 27 487 441 819 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 584 465 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 606 496 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 090 799 390 ლარს შეადგენს. კიდევ 19 172 ადამიანს კი, ჯამში, 505 190 866 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

 

ავტორი:

თაია არდოტელი

მსგავსი სიახლეები